სოფია კენინმა ონს ჟაბერი ორ სეტში დაამარცხა

სოფია კენინმა ონს ჟაბერი ორ სეტში დაამარცხა ნიუ-იორკში მიმდინარე ამერიკის ღია პირველობის ტურნირის მესამე წრეში ერთმანეთს ამერიკელი სოფია კენინი და ტუნისელი ონს ჟაბერი შეხვდნენ. შეხვედრა კენინის გამარჯვებით ანგარიშით 7:6, 6:3 დასრულდა.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა 88 ქულა მოიპოვა და 7-დან 3 ბრეიკ-პოინტი შეასრულა. ჟაბერის ანგარიშზე 10 ეისი, 74 ქულა და 5-დან 2 რეალიზებული ბრეიკ პოინტია. მეოთხე წრეში სოფია კენინი ბელგიელ ელის მერტენს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ US Open 31 აგვისტოს დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდება. ჯამური საპრიზო ფონდი 53,4 მილიონი დოლარია. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ბიანკა ადრიესკუა, რომელმაც გასულ წელს ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.