Goal: კარაგერი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

Goal: კარაგერი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯიმი კარაგერი, რომელიც მოცემულ მომენტში ფეხბურთის ექსპერტად გვევლინება, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში, ლიონელ მესის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, არგენტინელმა შემტევმა "ბარსელონაში" დარჩენა არჩია და ბოლო მოუღო მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

"მე მსურდა მასზე ყოველკვირეული დაკვირვება მეწარმოებინა, დავსწრებოდი მის მატჩებს, მენახა იგი ცოცხლად და მისი თამაშის ერთგვარი ანალიზი მომეხდინა. მოხარული დავრჩებოდი თუ მანჩესტერ "სიტი" ხსენებულ ფეხბურთელს გაიფორმებდა.

ეს შეიძლება უცნაურად ჟღერს, თუმცა მე არ მენდომებოდა, რომ მესი "ლივერპულში" მოსულიყო. ჩემი აზრით, "ლივერპული" უფრო გუნდურ თამაშზეა ორიენტირებული. "სიტის" სტილი კი შემქმნელ ფეხბურთელებზეა მორგებული. გარდა ამისა, ფინანსური მაჩვენებელიც გასათვალისწინებელია. იგი დაუჯერებლად დიდია. მე უბრალოდ სიამოვნებით ვნახავდი, როგორ აისახებოდა ეს გარიგება "ლივერპულის" გასახდელში არსებულ მდგომარეობაზე.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს მესისთან დაკავშირებით : აქტუალური არის თუ არა ფინანსური ფეირ-პლეი? არ ვიცი, მაგრამ თუ მესი ინგლისში მოვა, ეს პრემიერ-ლიგისთვის შესანშნავი ფაქტი იქნება."
- ციტირებს გამოცემა Goal ჯიმი კარაგერის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.