დომინიკ ტიმმა მარინ ჩილიჩი დაამარცხა

დომინიკმა 9 ეისი შეასრულა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 10-დან 5 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. ჯამში 109 ქულა მოიპოვა. ჩილიჩის ანგარიშზე 5 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 92 ქულაა. ამერიკის ღია პირველობის მეოთხე წრეში დომინიკ ტიმი კანადელ ფელიქს ალიასიმს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ US Open 31 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ამერიკის ღია პირველობის ტურნირის საპრიზო ფონდი 53,4 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ ტურნირის გასული წლის ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალია, რომელმაც ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა.