სკირა: უახლოეს პერიოდში "ინტერი" არტურო ვიდალს გაიფორმებს

სკირა: უახლოეს პერიოდში "ინტერი" არტურო ვიდალს გაიფორმებს კატალონიის "ბარსელონას" ჩილელი ლეგიონერი არტურო ვიდალი, უახლოეს პერიოდში მილანის "ინტერის" ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ვიდალი წლიური ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუსებსაც. მომავალი კონტრაქტი 2 წლიანი იქნება და მასში გახანგრძლივების ოფციაც იქნება წარმოდგენილი.

არტური ვიდალი, მილანის "ინტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს არტურო, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სანაცვლდ ერთჯერად ბონუსს ითხოვს, 2-3 მილიონი ევროს ოდენობით. ჩილელი ნახევარმცველი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის. ამის შესახებ ბოლო დროს აქტიურად წერს დასავლური პრესა. აღსანიშნავია, რომ "ნერაძურის" შემადგენლობაში უკვე ასპარეზობს არტურო ვიდალის თანამემამულე - ალექსის სანჩესი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.