სტერლინგი: რთული მატჩი იყო

სტერლინგი: რთული მატჩი იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი რაჰიმ სტერლინგი, ერთა ლიგის ეგიდით, ისლანდიის ნაციონალურ გუნდთან მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ბრიტანელებმა მეტოქე გუნდი მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.

"ეს მარტივი არ ყოფილა. წითელი ბარათის მიუხედავად ჩვენ საკუთარ თამაშს ვდემონსტრირებდით. ძალიან რთულია იმის თქმა, რომ მათ გუნდში 11 კაცი ჰყავდათ. ჩვენ შევინარჩუნეთ ბურთის ფლობა, მივიღეთ მომენტები, ბოლოს და ბოლოს გაგვიმართლა კიდეც." - ციტირებს უეფას პრესს-სამსახური რაჰიმ სტერლინგის სიტყევბს.

А ჯგუფის პირველ შეხვედრაში ისლანდიის ეროვნული გუნდი ინგლისთან დამარცხდა. შეხვედრა ისლანდიის დედაქალაქში გაიმართა. მატჩის 70-ე წუთზე ინგლისის ნაკრების უკანახაზელმა კაილ უოლკერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გასახდელისკენ გაეშურა. 89-ე წუთზე მსაჯმა ამჯერად ისლანდიელი ფეხბურთელი (სვერიერ ინგასონი) გააძევა. 90-ე წუთზე სტერლინგმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და ტაბლოზე საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლიდან ზუსტად 2 წუთში პენალტი დაარტყეს ისლანდიელებმაც, თუმცა მათ თავიანთი მომენტი ვერ გამოიყენეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.