ლუის ენრიკე: "ბარსელონა" მესის გარეშეც მოიგებს ტიტულებს

"ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას. ლეომ "ბარსელონას" ზრდასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მე ვამჯობინებდი, რომ ორივე მხარე საერთო შეთანხმებამდე მისულიყო. სასიამოვნოა, როდესაც ვინმეს მიმართ მადლიერების გრძნობა გაქვს. ადრე თუ გვიან, მესი "ბარსელონას" რიგებს დატოვებს, მაგრამ "ბარსა" მის მერეც გააგრძელებს ტიტულების მოგებას. თავად მესი კი ძველებურად კარგი ფეხბურთელი იქნება."-ციტირებს გამოცემა Goal ლუის ენრიკეს სიტყევბს.
ლიონელ მესი, რომელიც კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს : "ვფიქრობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ კლუბის დატოვების უფლება მქონდა, რადგან პრეზიდენტს ნათქვამი ჰქონდა, რომ კლუბის დატოვება ყოველი სეზონის ბოლოს შემეძლო. ახლა ხელმძღვანელობა მიმითითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 10 ივნისამდე უნდა გამეცხადებინა, როდესაც ჯერ კიდევ ესპანეთის ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, კორონავირუსის პერიოდში, რომელმაც მთელ სეზონზე იქონია გავლენა.
სწორედ ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე აქ დარჩენა. კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ბარსელონას დატოვების ერთადერთი გზა პირგასამტეხლოს 700 მილიონი ევროს გადახდაა, რაც წარმოუდგენელია. იყო მეორე ვარიანტი სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ მართმსაჯულების წინაშე ვერ დავაყენებ კლუბს, რომელიც ძალიან მიყვარს და მოსვლის დღიდან უამრავი რამ მომცა. ბარსელონა ჩემი ცხოვრების კლუბია, აქ მთელი კარიერა გავატარე" - აცხადებდა ლიონელ მესი.