Bayern & Germany: ლიოვი კაი ჰავერცის ტრანსფერს გამოეხმაურა

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი დიდი ტალანტი, როგორიც კაი ჰავერცია, ბუნდესლიგას ტოვებს. მიუხედავად ამისა, ხსენებულ სიტუაციაში დადებით მომენტებსაც ვხედავ. ფეხბურთელები საზღვარგარეთ განვითარებას განაგრძობენ. ვფიქრობ, კაი და ტიმო ვერნერი საკუთარ პროგრესირებაში ახალ ნაბიჯებს გადადგამენ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ დაგვეხმარება." - ციტირებს გამოცემა Bayern & Germany იოაჰიმ ლიოვის სიტყვებს.
კაი ჰავერცი ლევერკუზენის "ბაიერის" შემადგენლობაში 2016 წლიდან ასპარეზობდა. განვლილ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 12 გატანილი გოლით და 6 შედეგიანი გადაცემით. 2018 წლიდან ეს ფეხბურთელი ნაციონალური გუნდის ღირსებასაც იცავს.