ლევანდოვსკი: ასაკს ვერ ვგრძნობ

"ვერ ვგრძნობ, რომ ახლა 32 წლის ვარ. მაქვს განცდა, რომ მოცემულ მომენტში უკეთ ვარ, ვიდრე 26 წლის ასაკში. არამხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ ტექნიკური შესაძლებლობებითაც. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, ბოლო რამდენიმე წელი თავდაუზოგავად ვშრომობდი." - ციტირებს გამოცემა Kicker რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.
შეგახსენებთ, სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის წლის ფეხბურთელად დასახელდა. გასულ სეზონში პოლონელმა გოლიადორმა 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 55 გატანილი გოლით და 10 შედეგიანი გადაცემით. მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად მან ისტორიული ტრებლი გაიფორმა.