ვან პერსი: "ინტერი" თვისობრივად შეიცვალა

ვან პერსი: "ინტერი" თვისობრივად შეიცვალა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი შემტევი რობინ ვან პერსი მილანის "ინტერისა" და დონეცკის "შახტარს" შორის გასამართ ორთაბრძოლაზე საუბრობს. შეგახსენებთ, ევროპის ლიგის 1/2 ფინალური შერკინება ხსენებულ კლუბებს შორის 17 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

"ინტერი" ყოველთვის დიდი გუნდი იყო, თუმცა არა იმ დონის, რაც დღეს არის. ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ გუნდში სტრუქტურა შეიქმნა, ახლა იგრძნობა ის თუ როგორ სურს მას თამაში. ამას წინათ სტეფან დე ვრეის ვესაუბრე, მან მომიყვა წინასასეზონო მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ -"ვაუ, რობინ ეს მართლაც ძალიან რთულია, თუმცა ახლა კარგ ფორმაში ვარ."-აღნიშნავდა იგი. მან ასევე მითხრა, რომ მწვრთნელს აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა თითოეულ პოზიციაზე. მისი სურვილია საკუთარი გუნდი სუპესპორტული იყოს. ასე რომ ყველაფერი სწორედ მასზეა დამოკიდებული."

"ინტერს" შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავდა მრავალი წლის მანძილზე, მაგრამ ახლა ისინი მართლაც გუნდურ სამუშაოს ასრულებენ. რომელუ ლუკაკუ ბრწყინვალედ თამაშობს, როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ევროპის ლიგაზე. მას დაუბრუნდა საკუთარი თავის რწმენა. ამაში გუნდის და მწვრთნელის როლი ძალიან დიდია. მათ ყველაფერი კარგად გამოსდით."

"შახტარი" საკმაოდ სენსაციური გუნდია, დაკომპლექტებული ისეთი ბრწყინვალე მოთამაშეებით, როგორიც არის ტაისონი და ჟუნიორ მორაესი. მათ წინააღმდეგ არსენალის, მანჩესტერის და ფენერბახჩეს რიგებში მითამაშია, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ისე ევროპის ლიგაზე. ისინი გამოირჩევიან ხასიათის მდგრადობით და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მათთვის სად არის თამაში, სახლში თუ გასვლაზე. როგორი მოცემულობაც არ უნდა იყოს, ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას რაც ყველაზე კარგად გამოსდით. თამაშობენ კარგ ფეხბურთს."

"ინტერს" ყველაფერი რიგზე აქვს, მას ჰყავს კარგი მწვრთნელი, ძალიან კარგი მოთამაშეები, ისინი იგებენ, თუმცა "შახტარი"... რთული სათქმელია, თუ გავითვალისწინებ ჩემს გამოცდილებას რაც მათთან დამიგროვდა, ამ გუნდის ნაადრევად ჩამოწერა არ შეიძლება. ეს ბიჭები სტაბილური თამაშით გამოირჩევიან. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ მე მაინც "ინტერზე" ჩამოვიდოდი ფსონს. ანგარიში 2:1."
-ციტირებს გამოცემა Football Italia რობინ ვან პერსის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ