«ვეგასმა» NHL-ის მორიგი რეკორდი დაამყარა

«ვეგასმა» NHL-ის მორიგი რეკორდი დაამყარა სტენლის თასის მეორე რაუნდის მეშვიდე შეხვედრაში «ვანკუვერთან» მოპოვებული 3:0 გამარჯვებით «ვეგასმა» ნაციონალური ჰოკეის ლიგის ისტორიული რეკორდი დაამყარა.

მოპოვებული გამარჯვების წყალობით «გოლდენ ნაითსი» კლუბის არსებობის ისტორიაში მეორეჯერ გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში. შეგახსენებთ, რომ «ვეგასი» ჰოკეის ლიგას სულ ახლახანს 2017 წელს შემოუერთდა და ლიგის რეკორდის დამყარება შეძლო.

საქმე იმაშია, რომ «გოლდენ ნაითსი» პირველი გუნდია, რომელმაც ბოლო სამი სეზონის განმავლობაში მეორეჯერ მოახერხა კონფერენციის ფინალურ ეტაპზე გასვლა.

შეგახსენებთ, რომ სადებიუტო სეზონში «ვეგასი» სტენლის თასის ფინალში გავიდა, თუმცა «ვაშინგტონთან» დამარცხდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.