talkSPORT: რეი პარლორი სანჩესს აკრიტიკებს

talkSPORT: რეი პარლორი სანჩესს აკრიტიკებს ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი რეი პარლორი, ალექსის სანჩესის განცხადებას გამოეხმაურა. talkSPORT-თან საუბრის დროს, რეიმ ჩილელი შემტევი ღიად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სანჩესს პროცესისადმი არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა.

"როდესაც სანჩესი მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში გამოჩნდა იგი კვირაში 560 000 £-ს გამოიმუშავებდა. ეს დაუჯერებელი ციფრია. როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ იმ დღესვე კლუბის დატოვებაზე ფიქრობდი? ეს არ არის სწორი. არ შეიძლება ფეხბურთელს ასეთი მენტალიტეტი ჰქონდეს. შენ უნდა ამბობდე : "მანჩესტერ იუნაიტედი, ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოს მასშტაბით. აქ შენი პოზიციისთვის მუდმივი ბრძოლა გმართებს, ვეცდები ისე ვიასპარეზო, როგორც ამას არსენალში ვაკეთებდი." დიახ შესაძლებელია აქ სულ სხვა თამაშის სტილია საჭირო, რომელიც ამ ფეხბურთელს არ ერგებოდა, მაგრამ მას უნდა ეცადა და გულშემატკივრების და თანაგუნდელების ნდობა მოეპოვებინა. ალექსისმა ეს არ გააკეთა. ვერ ვიჯერებ, რომ მოთამაშეს პირველივე ვარჯიშის შემდეგ ჰქონდეს სურვილი, ახალი კლუბი დატოვოს. აუცილებელია მუშაობა, რათა გუნდში და სავარჯიშო პროცესში შესაბამისი შერწყმა მოახერხო."

ორიოდე დღის წინ ალექსის სანჩესმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში გადასვლის პერიოდი გაიხსენა. ფეხბურთელი ამბობდა, რომ ახალი კლუბის შემადგენლობაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა და გუნდის დატოვებაზე, პირველივე დღიდან ფიქრობდა.

"პირველივე ვარჯიშის შემდეგ, ბევრი რამ გავიგე. მივედი სახლში და საკუთარ ოჯახს და მენეჯერს ვკითხე, შემეძლო თუ არა ხელშეკრულების გაწყვეტა და ლონდონის "არსენალში" დაბრუნება. მივხვდი, რომ ეს ადგილი არ შემეფერებოდა, თუმცა ხელშეკრულება უკვე ძალაში იყო შესული. თვეები გადიოდა, მე კი ისევ ძველებურად ვგრძნობდი თავს. იმ პერიოდში ჩვენ ერთ მთლიან გუნდად ჩამოყალიბება ვერ შევძელით. ჟურნალისტები კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდნენ, მათ კი არსებული სიტუაციის შესახებ არაფერი იცოდნენ, რაც გულს ძალიან მტკენდა."

"ფეხბურთელს აუცილებლად ესაჭიროება განცდა, რომ გუნდი ეს ერთი დიდი ოჯახია. ჩვენ არ ვიყავით ოჯახი და ეს ადეკვატურად ისახებოდა საფეხბურთო მოედანზეც. თუკი ვინმეს ბრალს დებდნენ, ისინი სწორედ მე მდებდნენ ბრალს. ზოგადად თვითკრიტიკული ვარ და უკეთ თამაში მმართებდა, თუმცა მე მუდამ მადანაშაულებდნენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ სულ რამდენიმე წუთი დავყოფდი მოედანზე."-აცხადებდა სანცესი გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.