პეტრა კვიტოვამ ჯესიკა პეგულა დაამარცხა

სპორტსმენებმა კორტზე 1 საათი და 24 წუთი დაჰყვეს. ამ დროის განმავლობაში კვიტოვამ 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ამავდროულად 4 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. ამერიკელი ჩოგბურთელის მონაგარი 2 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 2 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.
ამერიკის ღია პირველობის 1/4 ფინალში გასასვლელად კვიტოვას კიდევ ერთ ამერიკელთან შელბი როჯერსთან დაპირისპირება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ US Open 31 აგვისტოს დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდება. ჯამური საპრიზო ფონდი 53,4 მილიონი დოლარია. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ბიანკა ადრიესკუა, რომელმაც გასულ წელს ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა.