ბორნა ჩორიჩმა სტეფანოს ციციპასი დაამარცხა

ბორნა ჩორიჩმა სტეფანოს ციციპასი დაამარცხა ამერიკის ღია პირველობის ტურნირის მესამე წრეში ბრონა ჩორიჩი ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და ანგარიშით — 6:7 (2:7), 6:4, 4:6, 7:5, 7:6 (7:4) გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხე სეტის მიმდინარეობისას ციციპასი 5:1 ლიდერობდა, თუმცა უპირატესობა ხელიდან გაუშვა და ჩორიჩს გათანაბრების საშუალება მისცა. გადამწყვეტ სეტში ხორვატმა გამარჯვება ტაი-ბრეიკზე მოახერხა. შეხვედრა 4 საათი და 32 წუთი გაგრძელდა.

«უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გამიმართლა. დაუჯერებელი გამარჯვებაა, რომელიც გამართლების შედეგია. მესამე და მეოთხე სეტებში სტეფანოსი შესანიშნავ ჩოგბურთს თამაშობდა, ვგრძნობდი, რომ უშანსოდ ვიყავი.

მიუხედავად ამისა, მეხუთე პარტიის ტაი-ბრეიკზე ვგრძნობდი, რომ უკვე ციციპასს გაუჭირდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი ბურთის თამაშში დატოვებას და ვაიძულებდი მას კიდევ და კიდევ შემოეტია
», — ჩორიჩის სიტყვებს ციტირებს ATP.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.