კუმანმა სუარესი და ვიდალი ვარჯიშებს ჩამოაშორა

კუმანმა სუარესი და ვიდალი ვარჯიშებს ჩამოაშორა ESPN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონას» მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, არტურო ვიდალი და ლუის სუარესი გუნდურ ვარჯიშებს ჩამოაშორა.

წყაროს ინფორმაციით ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ ნახსენები ფეხბურთელები გუნდს ტოვებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ურუგვაელი სუარესი ტურინის იუვენტუსში გადავა, ხოლო არტურო ვიდალს ინტერში ელოდებიან.

ამ მომენტისთვის ორივე ფეხბურთელი ცალკე განაგრძობს ვარჯიშს.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.