«პსჟ»-მ სერხიო რიკო გამოისყიდა

«პსჟ»-მ სერხიო რიკო გამოისყიდა «პსჟ»-ს ტვიტერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგულმა კლუბმა «სევილიას» აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, 27 წლის სერხიო რიკო შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში ესპანელი გოლკიპერი პარი სენ-ჟერმენში არენდის წესით იყო განათხოვრებული. სერხიო რიკომ ფრანგულ კლუბთან 2024 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

Transfermarkt-ის ინფორმაციით 27 წლის მეკარის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 8 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო «პსჟ»-ს ესპანელი 6 მილიონი ევრო დაუჯდა.

2019/20 წლების სეზონში «პსჟ»-ს მაისურით სერხიო რიკომ ჯამში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ექვსი ბურთი გაუშვა.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.