დღეს საქართველო ესტონეთს დაუპირისპირდება

ხუთი წლის წინ გაიმართა ესტონეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგრური მატჩი, ის შეხვედრა ქართველებმა 0:3 დათმეს. ორი წლის წინ თბილისში აღნიშნული ნაკრებები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა ანგარიშით 2:0.
ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ დღევანდელ მატჩს საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება.
ვლადიმერ ვაისს ერთდროულად რვა ფეხბურთელი დააკლდა. ანანიძე, ტაბიძე, დვალი, გვილია და ნავალოვსკი – დღევანდელ მატჩს ესტონეთის წინააღმდეგ გამოტოვებენ. COVID-19 პანდემიის გამო გუნდს კაშია და ყაზაიშვილიც დააკლდებიან, რომლებმაც მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.
ავსტრიული შტურმის ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს კი კორონა ვირუსი დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ნაკრების გარდა C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია და სომხეთი იქნებიან.