Sport.es: ლიდსი რაფინიას უმიზნებს

ცნობილი ხდება, რომ კატალონიური კლუბი მზად არის ხსენებულ ფეხბურთელს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ "ბარსელონა" თანხის დაკლებაზეც იქნება თანახმა. თავად ფეხბურთელი დაინტერესებულია, რომ ჩემპიონატში საკუთარ ძმასთან ერთად იასპარეზოს. გავრცელებული ცნობის თანახმად, ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნის" დატოვებაზე და "ლივერპულში" გადასვლაზე ფიქრობს -აღნიშნავს გამოცემა.
რაფინია ალკანტარა კატლონიის "ბარსელონას" რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელს 9.5 მილიონ ევროდ აფასებს.