მარკ ნოუბლი: ძალიან გაბრაზებული ვარ

"როგორც ამ გუნდის კაპიტანი, დათრგუნული, გულდაწყვეტილი და ძალიან გაბრაზებული ვარ - გრეიდის წასვლის გამო. ეს არის ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი გააჩნია."-წერს მარკ ნოუბლი სოციალურ ქსელში.
As captain of this football club I’m gutted, angry and sad that Grady has left, great kid with a great future!!!!! https://t.co/oNPPEp8Pt6
— MARK NOBLE (@Noble16Mark) September 4, 2020
დიანგანა "ვესტ ჰემის" აკადემიაში 2010 წელს ჩაირიცხა. ეს ფეხბურთელი 2019/2020 წლებში "ვესტ ბრომვიჩის" შემადგენლობაში არენდის წესით ასპარეზობდა. გრეიდიმ, ჩატარებულ 31 შეხვედრაში 8 გოლის და 7 შედგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. ვინგერმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა "ვესტ ბრომვიჩის" წარმატებაში (კლუბმა პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა).
4 სექტემბერს კლუბები, ოფიციალურად შეთანხმდენენ ტრანსფერზე. გარიგების თანხამ 13,5 მილიონი ევრო შეადგინა.