მარინა გრანოვსკაია: ჰავერცი უდიდესი ტალანტია

"კაი - მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარ ასაკში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ მისი მომავალი ლონდონის "ჩელსისთან" იქნება დაკავშირებული. მან დაამტკიცა, თუ რა შეუძლია, როდესაც ეს უკანასკნელი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში გამოდიოდა. ჰავერცი ასპარეზობს გერამნიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც. მისი ტალანტი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი პროგრესირებას განაგრძობს." - ციტირებს ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდი მარინა გრანოვსკაიას სიტყვებს.
შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა კაი ჰავერცის ტრანსფერი. 21 წლის ნახევარმცველი "არისტოკრატების" რიგებში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.