სანტუში: რონალდუს ანტიბიოტიკების მიღებაც დასჭირდა

სანტუში: რონალდუს ანტიბიოტიკების მიღებაც დასჭირდა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ამ უკანასკნელს ორგანიზმში ინფექცია შეეჭრა და გარკვეული დროით, ანტიბიოტიკების მიღებაც დასჭირდა.

"ეჭვი მეპარება, რომ ის კარგ ფორმაში იყოს. ორშაბათს და სამშაბათს კრიშტიანუმ ბრწყინვალედ ივარჯიშა, თუმცა მომდევნო დღეს ფეხის არეში ტკივილი იგრძნო. მაშინ მივხვდით, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა თუ მომზადებას დარბაზში განაგრძობდა. სადილის შემდეგ, ფეხის ერთ-ერთი თითი წითელი და ძალიან ცხელი გახდა, კრაზანის ნაკბენს ჰგავდა. ეს არ არის ტრავმა, ეს ინფექციაა. ამის შემდეგ, რონალდუმ ანტიბიოტიკების მიღება დაიწყო. ახლა ყველაფერი რიგზეა. საეჭვოა, რომ ხვალინდელი მატჩისთვის იგი 100 პროცენტით მზად იყოს."-აცხადებდა სანტუში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მატჩის ეგდით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.