2021 წელს «რენო» სახელს შეიცვლის

Race Fans იტყობინება, რომ მომავალი წლიდან «რენოს» ახალი სახელი «ალპინა» იქნება.
შეგახსენებთ, რომ «რენომ» უკვე დაანონსა სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია. გუნდის მოქმედი პრეზიდენტი სირილ აბიტებული კი «ალპინას» მმართველად დაინიშნა.
სირილ აბიტებული Race Fans-თან ინტერვიუში ამბობს: «ჩვენ ახალი აღმასრულებელი დირექტორი გვყავს ლუკა დე მეოს სახით, რომელსაც აშკარა ხედვა გააჩნია. ერთი რამ, რაც მან უკვე გამოაცხადა, არის ის, რომ დე მეოს ნამდვილად აქვს დიდი მოლოდინი ალპინისგან. ჩემი როლი ერთგვარი მისიასავითაა».
«ამ მომენტისთვის ჩვენ ერთი მოდელით - A110 ვართ წარმოდგენილები, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვსურს და ამისთვის საჭიროა: საინჟინრო განყოფილება, პროდუქციის განყოფილება, გაყიდვების, მარკეტინგისა და კომუნიკაციის განყოფილება. სწორედ ამ ორგანიზაციული საკითხების შესრულება მსურს».