ხავი მარტინესი შესაძლოა «ატლეტიკში» გადავიდეს

ხავი მარტინესი შესაძლოა «ატლეტიკში» გადავიდეს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში «მიუნხენის ბაიერნის» ესპანელი ნახევარმცველი შესაძლოა «ატლეტიკში» გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი «ატლეტიკის» ღირსებას 2006-დან 2012 წლამდე იცავდა.

Marca იტყობინება, რომ «მიუნხენის ბაიერნს» 32 წლის ფეხბურთელის გაყიდვა სურს. transfermarkt-ის ინფორმაციით ხავი მარტინესის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 13 მილიონ ევროს შეადგენს. რეკორდმაისტერის მესვეურებს კი ნახევარმცველის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს მიღება სურთ.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს გერმანულმა გრანდმა ხავი მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა. 32 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

2019/20 წლების სეზონში ხავი მარტინესმა ბავარიული გრანდის შემადგენლობაში 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბასკის ანგარიშზე 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.