კრისტიან ჰორნერი: ეს "მერსედესის" სტრატეგიაა

კრისტიან ჰორნერი: ეს "მერსედესის" სტრატეგიაა "რედ ბულის" ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი, ინტერნეტ-გამოცემა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში "მერსედესის" შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ტოტო ვოლფის კომენტარების მიუხედავად, "მესრედესის" გუნდში მკვეთრი სხვაობაა პირველ და მეორე პილოტებს შორის.

"ყველასათვის ნათელია, რომ "მერსედესი" ლუის ჰამილტონზე ჩამოდის ფსონს. ამის ნახვა შესაძლებელია გუნდის სტრატეგიიდან და კიდევ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ეს კარგად გამოჩნდა ბელგიის გრან-პრის დროს, როდესაც ბოთასი არ გაუშვეს პიტ-სტოპზე. ეს მას, გამარჯვებასთან დაკავშირებით, გარკვეულ შანსებს მისცემდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი კეთდება ჰამილტონის გუნდის რეკორდებისთვის. რეალობა კი ასეთია, თუ ვალტერი კვალიფიკაციაზე წარმატებას ვერ მოიპოვებს, მას გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნება." - ციტირებს გამოცემა ESPN კრისტიან ჰორნერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მოცემულ მომენტში ლუის ჰამილტონსა და ვალტერ ბოთასს შორის არსებული სხვაობა - 50 ქულას შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.