Спорт-экспресс: დომენიკო ტედესკო სამწვრთნელო საქმიანობაზე საუბრობს

Спорт-экспресс: დომენიკო ტედესკო სამწვრთნელო საქმიანობაზე საუბრობს მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, სამწვრთნელო პროფესიაზე საუბრობს.

"ჩემი აზრით, მწვრთნელის პროფესია და მისი როლი კლუბის მიერ დემონსტრირებულ შედეგებში გადაჭარბებულად არის შეფასებული. თუ გუნდი იგებს ან აგებს მყისიერად იწყება საუბარი კლუბის თავკაცზე. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვნი ფაქტორია, თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. ახლა, როდესაც ჩვენი გუნდი მოგებების სერიას დემონსტრირებს, ამის თქმის საშუალება მაქვს. წარმატებულ შედეგს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. საჭიროა მთლიანი კლუბის ერთიანი მოქმედება, ე.წ კოლაბორაცია. გულშემატკირების, პრეზიდენტის, სპორტული დირექტორის, კოლეგიალური ატმოსფეროს, მეტოქე გუნდების და ბოლოს და ბოლოს მსაჯების ფაქტორი გასათვალსიწინებელია. "ლოკომოტივმა" ჩვენთან თამაშის დროს 2 ფეხბურთელი დაკარგა, მირანჩუკი და ბარინოვი. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი ელემენტია."

"გელზენკირხენის "შალკე 04"-ის შემადგენლობაში როდესაც ვმუშაობდი, მეუბნებოდნენ, რომ წარმატების 90% მთავრ მწვრთნელზე მოდის. მუდამ მესმოდა, რომ კლუბის თავკაცს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შემიძლია ერთი რამ დარწმუნებით გითხრათ : მწვრთნელი -თავის თავში აერთიანებს დიდ სამუშაოს და ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ მისი დასახული გეგმების 100 პროცენტით შესრულებას." - ციტირებს Спорт-экспресс დომენიკო ტედესკოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.