ჰავერცი: ლემპარდის თამაში ყოველთვის მხიბლავდა

ჰავერცი: ლემპარდის თამაში ყოველთვის მხიბლავდა ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი, კაი ჰავერცი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლემპარდის შესახებ საუბრობს.

"მან ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე, გადავსულიყავი ლონდონის "ჩელსის" რიგებში. ძალიან მომწონდა მისი სათამაშო სტილი. ლემპარდის მონაწილეობით მატჩებს მუდამ ვუყურებდი. მისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. სულმოუთმენლად ველი მასთან ერთად მუშაობის დაწყებას." - ციტირებს კლუბის პრესს-სამსახური 21 წლის ფეხბურთელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ, ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად დაადასტურა კაი ჰავერცის ტრანსფერი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონურ კლუბს ხსენებული გარიგება 70-80 მილიონი ევრო უჯდება. დამატებით 20 მილიონი ევრო კი ბონუსრი სისტემით არის გათვალისწინებული.

ჰავერცი ლევერკუზენის "ბაიერის" შემადგენლობაში 2016 წლიდან გვევლინება. 2019/2020 წლის სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა გერმანიის ჩემპიონატის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 12 გოლი და განახორციელა 6 შედეგიანი გადაცემა. 2018 წლიდან ჰავერცი გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს. იგი ლონდონის ჩელსის შემადგენლობაში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.