«დალასი» კონფერენციის ფინალშია

«დალასი» კონფერენციის ფინალშია კონფერენციის 1/2 ფინალური ეტაპის რიგით მეშვიდე შეხვედრაში «დალასმა» «კოლორადოს» დამარცხება დამატებით ტაიმში მოახერხა და ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა. გადამწყვეტი გოლი ჯოელ კივირანტამ გაიტანა.

«სტარსმა» სერიაში 4:3 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ «დალასის» რუსმა თავდამსხმელმა ალექსანდრ რადულოვმა დუბლი შეასრულა. მიმდინარე ფლეი-ოფში 34 წლის ჰოკეისტის ანგარიშზე 7 გოლია. ანტონ ხუდობინმა 44-დან 40 დარტყმის მოგერიება შეძლო.

«ავალანშის» რიგებში დუბლი გაიფორმა ვლადისლავ ნამესტნიკოვმაც. მიმდინარე პლეი-ოფში რუსი სპორტსმენის ანგარიშზე 4 გოლია. საგოლე გადაცემა კი ნიკიტა ზადოროვმა შეასრულა.

NHL პლეი-ოფი
კონფერენციის 1/2 ფინალი

მეშვიდე მატჩი

«კოლორადო» — «დალასი» — 4:5 დამატებითი დრო (2:1, 1:1, 1:2, 0:1)

გოლები: რადულოვი — 6 (პაველსკი, ჰეისკანენი), 2:39 — 0:1. ნამესტნიკოვი — 3 (კოული, კადრი), 3:48 — 1:1. ბურაკოვსკი — 7, 9:43 — 2:1. კივირანტა — 1 (გურიანოვი, კლინგბერგი), 23:06 — 2:2. კადრი — 9 (რანტანენი, ბურაკოვსკი), 25:45 — 3:2. რადულოვი — 7 (კლინგბერგი, ბენი), 51:28 — 3:3. ნამესტნიკოვი — 4 (კომფერი, ზადოროვი), 56:20 — 4:3. კივირანტა — 2 (ჰინთსი, ჰეისკანენი), 56:30 — 4:4. კივირანტა — 3 (სეკერა, ოლეკსიაკი), 67:24 — 4:5.

მეკარეები: ჰატჩინსონი — ხუდობინი (22:56 — 23:06).

ჯარიმები: 4 — 8.

დარტყმები: 44 (15+16+9+4) — 36 (15+11+8+2).

სერიის ანგარიში: 3-4

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დალასმა კონფერენციის ფინალში გასვლა 2008 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. ისტორიის განმავლობაში სტარსი ორჯერ გახდა კონფერენციის ჩემპიონი 1999 და 2000 წლებში.

დალას სტარსის მორიგი მეტოქე ვეგას გოლდენ ნაითსი იქნება. შეხვედრა 7 სექტემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.