დი მარციო: "იუვენტუსი" კავანით ინტერესდება

დი მარციო: "იუვენტუსი" კავანით ინტერესდება ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი, რომელიც 2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულბის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, შესაძლოა ტურინის "იუვენტუსის" რიგებში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც წყარო გვიყვება, მოცემულ მომენტში "რომას" რიგებიდან ედინ ჯეკოს ტრანსფერი დაბლოკილია. მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ დედაქალაქურმა კლუბმა ამ დრომდე ვერ მოძებნა ბოსნიელი ფეხბურთელის სათანადო შემცვლელი. გარდა ამისა, ლუის სუარესის გაფორმებასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებებიც, ჯერჯერობით უშედეგოა. სუარეს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც მოცემულ მომენტამდე არ გაწყვეტილა და აქტიურია. სწორედ ამიტომ კავანის კანდიდატურა, ტურინული კლუბისათვის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება.

კავანი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში 2013-2020 წლებში ასპარეზობდა. განვლილ სეზონში ხსენებულმა მოიერიშემ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (საფრანგეთის ჩემპიონატი). გახდა 4 გატანილი გოლის და 1 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.