ოფიციალურად: კაი ჰავერცი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელია

ოფიციალურად: კაი ჰავერცი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელია ლევერკუზენის "ბაიერის" 21 წლის ნახევარმცველი კაი ჰავერცი ამიერიდან ლონდონის "ჩელსის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას "არისტოკრატების" პრესს-სამსახური გვამცნობს. როგორც ირკვევა კაიმ 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ლონდონური კლუბის რიგებში 2025 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.

სახელდება სატრანსფერო თანხის ოდენობაც. საუბარია 70 მილიონ ევროზე. აღნიშნულ თანხაში არ შედის ეგრედ წოდებული ბონუსები. შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლონდონის "ჩელსიმ"კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი გაიფორმა. "ლაიპციგის" ყოფილი შემტევი - ტიმო ვერნერი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ