რაკიტიჩი: იყო საეჭვო გადაწყვეტილებები...

რაკიტიჩი: იყო საეჭვო გადაწყვეტილებები... საფეხბურთო კლუბ "სევილიას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გვიყვება.

"დადგა დრო "ბარსელონა" დამეტოვებინა. არ ვიცი, რა იყო იმის მიზეზი, რომ მოედენზე იშვიათად ვხვდებოდი. მთავარ მწვრთნელს ნებისმიერ დროს შეეძლო ჩემი გამოყენება. იყო გადაწყვეტილებები, რომლის არსსაც ვერ ვწვდებოდი. თუმცა გუნდის გამო, ამ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემდი."-ციტირებს გამოცემა Marca ივან რაკიტიჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ხორვატი ნახევარმცველი "სევილიას" რიგებში 2011-2014 წლებში ასპარეზობდა. მანამდე იგი გელზენკირხენის "შალკე 04"-ის და "საფეხბურთო კლუბ "ბაზელის" ღირსებას იცავდა. 2014 წლიდან ეს ფეხბურთელი "ბარსელონას" რიგებში გვევლინება. ამ გუნდთან ერთად ხდება უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ასევე ესპანეთის თასის 4 გზის ტრიუმფატორი. მის მონაგარშია ესპანეთის სუპერთასიც (2 ჯერ).

2019/2020 წლებში ივან რაკიტიჩმა სულ 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 1 გატანილი გოლით და 5 შედეგიანი გადაცემით. "სევილიაში" გადასვლასთან დაკავშირებით იგი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა:

"სევილიას" სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. ყველასათვის ცნობილია, თუ როგორ ძალიან მიყვარს ეს კლუბი, ეს ქალაქი, აქ მცხოვრები ადამიანები... როდესაც ორივე მხარემ შესაბამისი დაინტერესება გამოიჩინა ტრანსფერიც სამართლიანად შედგა. ვფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მომავალში დიდებული საქმეები გველის. რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნს" დიდ პატივისცემას ვუდასტურებთ, თუმცა უეფას სუპერთასისთვის ბრძოლა, ძალიან რთული იქნება. ამ პაექრობისთვის, კარგად მოვემზადებით. გვსურს ყველას დავუმტკიცოთ, რომ ბრწყინვალე გუნდი ვართ. მე "სევილიასთან" ერთად გამარჯვებების მიღწევა მწადია."-აცხადებდა ივან რაკიტიჩი გამოცემა Marca-სთან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.