ლიონელ მესის ინტერვიუ GOAL-თან

ლიონელ მესის ინტერვიუ GOAL-თან კატალონიის ბარსელონას 33 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ცნობილ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ goal.com-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა იმ მიზეზებზე თუ რატომ სურდა ესპანური გრანდის დატოვება და რამ გადააწყვეტინა ბარსელონაში დარჩენა.

რამდენიმე მძიმე კვირის შემდეგ არგენტინელმა ფორვარდმა კლუბში დარჩენა არჩია, რათა თავისი საყვარელი კლუბისთვის სასამართლოში საქმეები არ ერჩია.

"როდესაც წასვლის შესახებ ჩემს მეუღლესა და შვილებს ვუთხარი, ნამდვილი ბრუტალური დრამა დატრიალდა. მთელი ოჯახი ტიროდა, ბავშვებს ბარსელონას დატოვება და სკოლის გამოცვლა არ სურდათ".

"მე წინ ვიყურები, მინდა უმაღლეს დონეზე განვაგრძო ასპარეზობა, მოვიგო ტიტულები და ჩემპიონთა ლიგა. თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ან წააგოთ ამ ტურნირზე, რადგან ეს ძალიან რთულია, მაგრამ კონკურენტუნარიანი უნდა იყო".

"მინიმუმ წინააღმდეგობის გაწევა უნდა შეგეძლოს და არ დამარცხდე რომში, ლივერპულსა და ლისაბონში. სწორედ ამ ყველაფერმა დამაფიქრა იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიღებაზეც ვფიქრობდი".

"ვფიქრობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ კლუბის დატოვება შემეძლო, რადგან პრეზიდენტს ნათქვამი ჰქონდა, რომ კლუბის დატოვება ყოველი სეზონის ბოლოს შემეძლო".

"ახლა ხელმძღვანელობა მიმითითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 10 ივნისამდე უნდა გამეცხადებინა, როდესაც ჯერ კიდევ ესპანეთის ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, კორონავირუსის პერიოდში, რომელმაც მთელ სეზონზე იქონია გავლენა".

"სწორედ ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე აქ დარჩენა. კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ბარსელონას დატოვების ერთადერთი გზა პირგასამტეხლოს 700 მილიონი ევროს გადახდაა, რაც წარმოუდგენელია".

"იყო მეორე ვარიანტი სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ მართმსაჯულების წინაშე ვერ დავაყენებ კლუბს, რომელიც ძალიან მიყვარს და მოსვლის დღიდან უამრავი რამ მომცა. ბარსელონა ჩემი ცხოვრების კლუბია, აქ მთელი კარიერა გავატარე".

"ბარსელონამ ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი გავიღე მისთვის. თავში აზრად არასდროს მომსვლია კატალონიური კლუბისთვის მეჩივლა".

"მატეო ჯერ კიდევ პატარაა და ვერ ხვდება რას ნიშნავს წახვიდე სხვაგან და რამდენიმე წელი იცხოვრო იქ. ტიგაო მოზრდილია, მან ტელევიზიით მოისმინა რაღაც და შემდეგ დასვა კითხვა. არ მინდოდა მას ამის შესახებ რამე სცოდნოდა, რომ იძულებული იყო გამოეცვალა სკოლა და გაეჩინა ახალი მეგობრები. მან ტირილი დაიწყო და მთხოვა არ წავიდეთო. ვიმეორებ ძალიან რთული იყო".

"აბსოლიტურად გასაგები იყო, რომ ეს მე დამემართა და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული გახლდათ. ბარსელონა ძალიან მიყვარს და არამგონია ამაზე უკეთესი ადგილი ვიპოვო სადმე, მიუხედავად ამისა გადაწყვეტილების მიღების უფლება მაქვს. ვაპირებდი ახალი მიზნების და ამოცანების ძიებას. ხვალ შეიძლება დავბრუნებულიყავი, რადგან აქ ბარსელონაში ყველაფერი მაქვს".

"ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი აქ დაიბადა და აქ გაიზარდა, ისინი აქაურები არიან. კლუბიდან წავსლის სურვილში ცუდი არაფერია. ეს მე მჭირდებოდა, ასევე ჭირდებოდა კლუბს, ყველასთვის კარგი ეს იქნებოდა".

"ჩემი მეუღლე უდიდესი ტკივილის მიუხედავად მხარში მედგა და თან დამყვებოდა".


ლიონელ მესი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს დაუბრუნდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.