შევჩენკო: კომპლიმენტები გუნდს!

"პირველ რიგში მსურს მივულოცო ჩევნს დებიუტანტებს. მათ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. მთელმა გუნდმა დიდებულად იასპარეზა. მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბიჭები მოთმინებას იჩენდნენ. შვეიცარიას ძალიან ძლიერი ეროვნული ნაკრები ჰყავს. ამ ფაქტს ეს გუნდი ბოლო 5 წელია, რაც კარგად დემონსტრირებს. დღევანდელ შეხვედრაში ძალიან კარგად გამოჩნდა მათი ფიზიკური მომზადება, ტაქტიკის და სტრუქტურის თვალსაზრისითაც კარგად გამოიყურებოდნენ. სწორედ ამიტომ შეხვედრა ძალზედ საინტერსო აღმოჩნდა. კიდევ გავიმეორებ, დებიუტანტებმა ბრწყინვალედ ითამაშეს."
"პირველ ტაიმში გუნდი რაციონალურ თამაშს აჩვენებდა. მთლიანობაში, შეხვდრის სურათში კარგად წარმოვჩინდით. სრული 90 წუთი უნდა გავაანალიზო. ხვალ დავაკვირდებით ფეხბურთელების მდგომარეობას, ახლოვდება ესპანეთთან თამაში და შესაბამის გადაწყვეტილებებს შემადგენლობის მიხედვით მიიღებ." - აცხადებდა ანდრეი შევჩენკო.