გაზიზოვი: გუს ტილი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია

გაზიზოვი: გუს ტილი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგში" გუს ტილის ტრანსფერს ეხმიანება მოსკოვის "სპარტაკის" გენერალური დირექტორი - შამილ გაზიზოვი.

"ტილი ჩვენთან სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა, არად იგი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. გადავწყვიტეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. ამაში ყველა მხარე შეთანხმდა, კლუბი, ფეხბურთელი, მისი წარმომადგენელი... ჩვენთვის ეს კარგი გარიგებაა, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე იმიჯის მხრივ. ეს დიდი წარმატებაა. თავად ფეხბურთელისთვისაც ხსენებული ფაქტი კარგი ვარიანტია. როგორც აღვნიშნე იგი მაღალი კლასის ფეხბურთელია და მისთვის სათამაშო დროის ქონა საკვანძო მნიშვნელობის საკითხია. კონტრაქტის თანახმად ჩვენ მის დაბრუნება 1 წლის შემდეგ შევძლებთ. "ფრაიბურგს" გამოსყიდვის ოფციაც აქვს"-ციტირებს "სპარტაკის" ხელმძღვანელის სიტყვებს გამოცემა Чемпионат

ჟურნალისტებტან საუბრის დროს, ზემოხსენებულ საკითხს გამოეხმაურა თავად 22 წლის ფეხბურთელიც -"ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ "ფრაიბურგი" ეს ერთი დიდი ოჯახია. მოხარული ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვხდები. ბუნდესლიგაში სწრაფ ფეხბურთს დემონსტრირებენ, ეს პირდაპირ ერგება ჩემს სათამაშო სტილს. "ფრაიბურგის" შემოთავაზებაზე დიდხანს არ მიფიქრია." - აღნიშნავდა ტილი.

გამოცემა transfermarkt-ი ჰოლანდიელ ნახევარმცველს 8.5 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.