ჯილემ ბალაგე: სუარესი "ტურინელებს" შეუთანხმდა

ჯილემ ბალაგე: სუარესი "ტურინელებს" შეუთანხმდა კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა შემტევმა ლუის სუარესმა, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ახლა მხარეები, "ბარსელონასთან" არსებული ხელშეკრულების გაწყვეტას ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული მიმომხილველი ჯილემ ბალაგე ავრცელებს.


ლუის სუარესი კატალონიურ კლუბში 2014 წელს გამოჩნდა. "ლივერპულიდან" მისმა ტრანსფერმა 82 მილიონი ევრო შეადგინა. მას შემდეგ რაც "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს (რონალდ კუმანი), პრესაში წერენ რომ ურუგვაელი შემტევი ძირითად თერთმეტეულში ადგილს დაკარგავს. 33 წლის ფეხბურთელს გამოცემა Transfermarkt 28 მილიონ ევროდ აფასებს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 12 შედეგიანი გადაცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.