კონორ მაკგრეგორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია

გამომცემლობის ინფორმაციით მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით კონორ მაკგრეგორმა 48 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო, რამაც ირლანდიელს საშუალება მისცა Forbes სიაში 53-ე პოზიცია დაეკავებინა.
აღსანიშნავია, რომ ნახსენები თანხის დიდი ნაწილი ირლანდიელმა დონალდ სერონესთან ბრძოლიდან მიიღო. ბრძოლის სანაცვლოდ მიღებული გასამჯელოს გარდა, რომელიც სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვების ჩათვლით 30 მილიონ დოლარზე მეტი იყო, UFC-ს ექს-ჩემპიონმა Reebok-გან დამატებით 5 მილიონი დოლარი მიიღო რეკლამისთვის.
დანარჩენი თანხა კონორმა ვისკის ბიზნესიდან მიიღო, თუმცა თავად ირლანდიელი ამტკიცებს, რომ ვისკიდან მიღებული შემოსავალი აღნიშნულ ციფრში გათვალისწინებული არ იყო.
«ყველას მადლობა მინდა გითხრათ - სინამდვილეში მე ნომერ პირველი ვარ. «Proper No. Twelve» გაყიდვები არაა გათვალისწინებული», - წერს მაკგრეგორი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ Forbes-გასული წლის სიაში 47 მილიონი დოლარით კონორმა 65-ე ადგილი დაიკავა.