ალისტერ ოვერიმი მზადაა ჯონ ჯონსს შეხვდეს

«დიახ ამას გავაკეთებდი. ვფიქრობ, შესანიშნავი ბრძოლა გამოვა. ჯონსთან ბრძოლა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა», - ამბობს ალისტერი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
«მძიმე დივიზიონისთვის ჯონსი იდეალური დანამატი იქნება. აღფრთოვანებული ვარ. ჯონსი ახალი სისხლია. მასთან ერთად ვვარჯიშობდი და შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან ნიჭიერი და ძლიერია, ამიტომ მის გადაწყვეტილებას მივესალმები».
ოვერიმის თქმით საერთოდ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ჯონსმა შეიძლება ყველა პრეტედენტს გაუსწროს და რიგირ გარეშე საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს.
«ეს საკითხი საერთოდ არ მაღელვებს. მე ჩემს ამოცანაზე ვარ კონცენტრირებული და უბრალოდ გამარჯვებების სერია უნდა გავაგრძელო. მაშინ მივიღებ იმას რაც მსურს».
შეგახსენებთ, რომ ალისტერ ოვერიმისა და აუგუსტო საკაის ბრძოლა UFC Fight Night 176-ის მთავარი ივენთი იქნება, რომელიც 5 სექტემბერს ლას-ვეგასში გაიმართება.