ლოპოტეგი: წინ დიდებული მატჩი გველის

ლოპოტეგი: წინ დიდებული მატჩი გველის საფეხბურთო კლუბ "სევილიას" მთავარი მწვრთნელი ჟულიან ლოპოტეგი, მანჩესტერ "იუნაიტედთან" გასამართი დაპირისპირების შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, ევროპის ლიგის 1/2 ფინალური ორთაბრძოლა ზემოხსენებულ კლუბებს შორის, 16 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

"ეს იუნაიტედი საუკეთესოა ბოლო წლების მანძილზე. ეს არის გუნდი, რომელმაც იპოვა საკუთარი გზა, სწორედ ამიტომ მათ არ წაუგიათ ინგლისის პრემიერ ლიგაში იანვრის თვიდან მოყოლებული. მათ მოიძიეს ადგილი მრავალი ხარისხიანი ფეხბურთელისათვის. "იუნაიტედი" გვაიძულებს იდეალური ფეხბურთი ვითამაშოთ, რათა შევძლოთ და ღირსეულად დავუპირისპირდეთ."

"ნახევარფინალური შეხვედრა ჩვენგან მოითხოვს გუნდურ თამაშს მოედნის ყოველ ზონაში. წინ ლამაზი და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ამისათვის მთელი წელიწადი ვიბრძოდით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა დიდებული მეტოქის წინააღმდეგ. ამ მატჩს მომზადებულები შევხვდებით და ვეცდებით მანჩესტერული ბარიერი გადავლახოთ, როგორი დიდი გუნდიც არ უნდა იყოს ჩვენი მოწინააღმდეგე."-ციტირებს გამოცემა Goal 53 წლის სპეციალისტის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.