გუს ტილი: "ფრაიბურგი" ერთი დიდი ოჯახია

გუს ტილი: "ფრაიბურგი" ერთი დიდი ოჯახია მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი გუს ტილი, რომელიც არენდის ხელშეკრულების საფუძველზე, მომავალ წელს "ფრაიბურგში" გაატარებს, საკუთარ ემოციებზე გვიყვება.

"ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ "ფრაიბურგი" ეს ერთი დიდი ოჯახია. მოხარული ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვხდები. ბუნდესლიგაში სწრაფ ფეხბურთს დემონსტრირებენ, ეს პირდაპირ ერგება ჩემს სათამაშო სტილს. "ფრაიბურგის" შემოთავაზებაზე დიდხანს არ მიფიქრია."-ციტირებს გერმანული კლუბის პრესს-სამსახური გუს ტილის სიტყვებს.

ხსენებულ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ფეხბურთელის აგენტიც - "გუსი მოსკოვში თავს ბედნიერად გრძნობდა, თუმცა ფეხბურთის თამაში ყოველ მოთამაშეს სურს. "ფრაიბურგი" შესანიშნავი კლუბია, რომელსაც მდიდარი ისტორია გააჩნია და ბრწყინვალე ფეხბურთსაც აჩვენებს. იქ ტილს შეეძლება მშობლიურ პოზიციაზე იასპარეზოს. ენდომება თუ არა გუსს არენდის შემდგომ "სპარტაკში" დაბრუნება და ძირითადი თერთმეტეულისთვის ბრძოლა? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე წინ მთელი წელიწადია." - ციტირებს გამოცემა «Чемпионат» ანდრეი პანკოვის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.