Bild: "რეალს" "ლაიპციგის" შემტევი სურს

სახელდება კონკრეტული სატრანსფერო თანხის ოდენობაც. საუბარია 40 მილიონ ევროზე. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ 22 წლის ფეხბურთელი "ლაიპციგმა" არც ამ თანხის სანაცვლოდ გაუშვას, ვინაიდან გერმანული კლუბი უკვე დატოვა ორმა წამყვანმა შემტევმა - ტიმო ვერნერმა და პატრიკ შიკმა.
შეგახსენებთ, დანი ოლმო "ლაიპციგის" შემადგენლობაში მიმდინარე წლის იანვრის თვეში გამოჩნდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 21 მილიონი ევრო შეადგინა. "ლაპციგსა" და ხსენებულ ფეხბურთელს შორის მოქმედი კონტრაქტი ძალაშია 2024 წლის 30 ივნისამდე. ესპანელ ფეხბურთელს გერმანიის ჩემპიონატში სულ 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გამოირჩა 3 გატანილი გოლით და 1 შედეგიანი გადაცემით.