პირლო: ჩვენ კონკრეტული მიზანი გვაქვს

"მომზადება კარგი ენთუზიაზმით დავიწყეთ. სამწუხაროა, რომ სულ რამდენიმე დღეში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდებში გამოიძახეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მუშაობა გრძელდება. "იუვენტუსში" თავს კომფორტულად ვგრძნობ, აქ თითქმის ყველას ვიცნობ. ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება. მოედანზე მაქსიმუმს დავდებთ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს სკუდეტო ზედიზედ 10 ჯერ მოვიგოთ და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც მოვახერხოთ."-ციტირებს გამოცემა Juvefc.com ანდრეა პირლოს სიტყვებს.
ტურინის "იუვენტუსი" გასულ საფეხბურთო სეზონში, იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეცხრედ გახდა. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ხსენებული გუნდის ასპარეზობას, იგი 1/8 ფინალურ პაექრობაში შეწყდა. იმ პერიოდში "იუვენტუსი" ფრანგულ "ლიონთან" დამარცხდა და ტურნირსაც გამოეთიშა.