რობერტსონი: იმედს ვიტოვებ მესი "ბარსელონაში" დარჩება

რობერტსონი: იმედს ვიტოვებ მესი "ბარსელონაში" დარჩება "ლივერპულის" მცველი ენდრიუ რობერტსონი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელი ეხმიანება არგენტინელი შემტევის შესაძლო ტრანსფერს - მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში.

"თუ ამ საკითხს მაქსიმალურად ეგოისტურად მივუდგები, მაშინ ვიმედოვნებ, რომ ეს ტრანსფერი არ შედგება. იმედი მაქვს იგი "ბარსელონაში" დარჩება. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, შესაძლებელია საუკეთესოც კი ამ სპორტის ისტორიაში. ასე, რომ თუ ამ ფეხბურთელს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე გაიფორმებს, ამაში კარგი არაფერი იქნება. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ პრემიერ ლიგაში, ისეთივე ხარისხიან ფეხბურთს ითამაშებს, როგორც ეს ლა ლიგას და "ბარსელონას" შემთხვევაში იყო."

"მე როგორც მესმის "ლივერპული" მის აყვანას არ ცდილობს, ასე რომ კარგ იქნება, თუ იგი პრემიერ ლიგას ახლოსაც არ გაეკარება. იმედია ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. ნათელია, რომ "ბარსელონაში" დიდი არეულობაა. ვიმედოვნებთ, ამას მალე გამოასწორებენ. თუ მესი პრემიერ ლიგაში მოვა, ჩვენ მას მივიღებთ. ბიჭებისთვის შესანიშნავი, რამ იქნება მის წინააღმდეგ თამაში. მასთან პირისპირ ორჯერ მითამაშია და ეს ორი მატჩი ყველაზე მძიმე იყო ჩემს კარიერაში. მასთან ბრძოლის დროს მაქსიმალური ყურადღება გმართებს, იგი უეცრად შეიძლება გაჩნდეს იქ სადაც არ ელოდები. ის დიდებული მოთამაშეა, ალბათ საუკეთესოც."
- ციტირებს რობერტსონის სიტყვებს გამოცემა Goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ