«ტორონტომ» «ბოსტონთან» სხვაობა შეამცირა

«ტორონტომ» «ბოსტონთან» სხვაობა შეამცირა NBA-ს პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა გამართეს «ტორონტომ» და «ბოსტონმა». მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და რეპტორსმა 1 ქულის სხვაობით მოიპოვა გამარჯვება.

ბოსტონ სელტიკსისა და ტორონტო რეპტორსის მატჩი ანგარიშით 103:104 დასრულდა. «ტორონტოს» რიგებში ყველაზე შედეგიანი ლოვრი გახდა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაა. «ბოსტონიდან» თავის გამოჩენა ვოკერმა შეძლო, ამერიკელი კალათბურთელის მონაგარი 29 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტია.

ბოსტონ სელტიკსისა და ტორონტო რეპტორსის მორიგი დაპირისპირება 6 სექტემბერს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/4 ფინალური ეტაპი

მესამე მატჩი

«ბოსტონი» — «ტორონტო» — 103:104 (33:28, 24:19, 23:29, 23:28)

სერიის ანგარიში: 2-1


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.