რაკიტიჩი: "ბაიერნს" რთული თამაში ელის

რაკიტიჩი: "ბაიერნს" რთული თამაში ელის საფეხბურთო კლუბ "სევილიას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, უეფას სუპერთასის ეგიდით გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, აღნიშნულ ორთაბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდება, ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" და უეფას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი - მიუნხენის "ბაიერნი".

"სევილიას" სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. ყველასათვის ცნობილია, თუ როგორ ძალიან მიყვარს ეს კლუბი, ეს ქალაქი, აქ მცხოვრები ადამიანები... როდესაც ორივე მხარემ შესაბამისი დაინტერესება გამოიჩინა ტრანსფერიც სამართლიანად შედგა. ვფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მომავალში დიდებული საქმეები გველის. რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნს" დიდ პატივისცემას ვუდასტურებთ, თუმცა უეფას სუპერთასისთვის ბრძოლა, ძალიან რთული იქნება. ამ პაექრობისთვის, კარგად მოვემზადებით. გვსურს ყველას დავუმტკიცოთ, რომ ბრწყინვალე გუნდი ვართ. მე "სევილიასთან" ერთად გამარჯვებების მიღწევა მწადია." -ციტირებს გამოცემა Marca ივან რაკიტიჩის სიტყვებს.

ივან რაკიტიჩი "სევილიას" რიგბში სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა. ხორვატმა ნახევარმცველმა ხსენებულ კლუბთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.