ჯა მორანტი — NBA-ს საუკეთესო ახალწვეულია

ჯა მორანტი — NBA-ს საუკეთესო ახალწვეულია NBA-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალწვეულად «მემფისის» გამთამაშებელი ჯა მორანტი დასახელდა. გამოკითხვაში 100-დან 99 შემთხვევაში ჟურნალისტებმა სწორედ 21 წლის ამერიკელი კალათბურთელი დაასახელეს საუკეთესოდ.

ჯამში ჯა მორანტმა 498 ქულის მოგროვება შეძლო. მისი უახლოესი მდევარი «მაიამის» მცველი კენდრიკ ნუნი გახლდათ, რომელმაც 208 ქულა მოაგროვა.

გაცნობებთ, რომ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის გასულ სეზონში მორანტი საშუალოდ 17,8 ქულას, 3,9 ართმევას და 7,3 ასისტს ასრულებდა.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.