ლუის ენრიკე: ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით

ლუის ენრიკე: ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, გერმანიის ნაციონალურ გუნდთან, ევროპის ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მატჩი ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა.

"შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ უფრო ხარისხიანი მომენტები შევქმენით ვიდრე მოწინააღმდეგემ. გატანილი გოლის შემდეგ, გერმანელებმა უკან დაიხიეს და დაცვაში ჩადგნენ. ჩვენ ამ ყველაფერმა შესაძლებლობა მოგვცა ფლანგები უფრო აქტიურად გამოგვეყენებინა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ დამშეულ ფეხბურთელებს უყურებ. ფერან ტორესმა დიდოსტატურად ითამაშა, ფატისთვის კი ეს საოცნებო დებიუტი იყო."

"თუ ამ შეხვედრას წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით შევხედავთ, მე არ ვარ კმაყოფილი. ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით. ეს შეცდომები, თამაშის ტემპმა განაპირობა. ვეჭვობ, იოაჰიმ ლიოვი იმედგაცრუებული დარჩებოდა შეხვედრის ფინალური შედეგით." - განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ