მერაბ დვალიშვილმა დოდსონი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა დოდსონი დაამარცხა ლას ვეგასში (ნევადას შტატი, აშშ) გამართულ UFC 252 ტურნირზე მსუბუქ წონაში (61,2 კგ-მდე წონაში) ქართველ მერაბ დვალიშვილსა და ამერიკელ ჯონ დოდსონს შორის გაიმართა შეხვედრა. ჩვენდა გასახარად მერაბმა მორიგი გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

შეხვედრა სამი რაუნდი გაგრძელდა. მერაბ დვალიშვილი მსაჯების გადაყვეტილებით (30-27, 30-27, 30-27) გამარჯვებულად დასახელდა.

29 წლის ქართველმა ММА-ში მე-12 გამარჯვება მოიპოვა (ორი ნოკაუტი), 4 მარცხი. 35 წლის ამერიკელის ანგარიშზე 22 გამარჯვება (12 ნოკაუტი) და 12 მარცხი ირიცხება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.