რამოსი: იმედი ბოლოს კვდება

რამოსი: იმედი ბოლოს კვდება ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ევროპის ერთა ლიგის ეგიდით, გერმანიის ნაკრებთან გამართულ პაექრობას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მატჩი ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა. ესპანელებმა შეხვედრის გადარჩენა ორთაბრძოლის მიწურულს, 97-ე წუთზე შეძლეს.

"იმედი ბოლოს კვდება, ჩვენ კი ტიტულებს მოწყურებული და საკუთარ თავში დაჯერებული გუნდი ვართ. ეს შეხვედრა გერმანიას, რომ მოეგო დიდი უსამართლობა იქნებოდა. ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოდით და ძალიან დიდი ძალები დავხარჯეთ. სიტუაცია უიმედო იყო, მაგრამ რწმენა არ დაგვიკარგავს. დისციპლინა შევინარჩუნეთ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ."

"რომ შევაჯამო, დებიუტანტი ფეხბურთელები კარგად თამაშობდნენ. ისინი გამოირჩეოდნენ სითამამით, არიან გამარჯვებას მოწყურებულები, მათი სურვილია ესპანეთის ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი გახდეს. ესენი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ფეხბურთელები არიან. კარგია, რომ ჩვენს ნაკრებს ასეთი მოთამაშეები ჰყავს."
- ციტირებს "უეფას" პრესს-სამსახური სერხიო რამოსის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.