ჯორჯინიო ვაინალდუმი «ბარსელონაში» შესაძლო ტრანსფერს უარყოფს

ჯორჯინიო ვაინალდუმი «ბარსელონაში» შესაძლო ტრანსფერს უარყოფს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონა» «ლივერპულის» ნახევარმცველით ჯორჯინიო ვაინალდუმითაა დაინტერესებული და მას პრიორიტეტულ ტრანსფერად მოიაზრებს.

არაერთხელ დაიწერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 29 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელით პირადად რონალდ კუმანია დაინტერესებული.

ჩემი ბარსელონაში ტრანსფერი? ეს ჭორია, ვერაფერს ვერ გეტყვით», - ჯორჯინიო ვაინალდუმის სიტყვებს ციტირებს Canal+

გაცნობებთ, რომ ჰოლანდიელ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი მერსესაიდელებთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ჯორჯინიო ვაინალდუმის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.

2019/20 წლების სეზონში 29 წლის ნახევარმცველმა ლივერპულის მაისურით ჯამში 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჯორჯინიო ვაინალდუმის ანგარიშზე 6 გოლია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.