Goal: სანჩესი "იუნაიტედში" გატარებულ პერიოდს იხსენებს

Goal:  სანჩესი "იუნაიტედში" გატარებულ პერიოდს იხსენებს მილანის "ინტერის" შემტევი ალექსის სანჩესი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო ეპიზოდს იხსენებს. საქმე ეხება მანჩესტერ "იუნაიტედში" ასპარეზობის პერიოდს, რა დროსაც ფეხბურთელი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და გუნდის დატოვებაზე ფიქრობდა.

"პირველივე ვარჯიშის შემდეგ, ბევრი რამ გავიგე. მივედი სახლში და საკუთარ ოჯახს და მენეჯერს ვკითხე, შემეძლო თუ არა ხელშეკრულების გაწყვეტა და ლონდონის "არსენალში" დაბრუნება. მივხვდი, რომ ეს ადგილი არ შემეფერებოდა, თუმცა ხელშეკრულება უკვე ძალაში იყო შესული. თვეები გადიოდა, მე კი ისევ ძველებურად ვგრძნობდი თავს. იმ პერიოდში ჩვენ ერთ მთლიან გუნდად ჩამოყალიბება ვერ შევძელით. ჟურნალისტები კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდნენ, მათ კი არსებული სიტუაციის შესახებ არაფერი იცოდნენ, რაც გულს ძალიან მტკენდა."

"ფეხბურთელს აუცილებლად ესაჭიროება განცდა, რომ გუნდი ეს ერთი დიდი ოჯახია. ჩვენ არ ვიყავით ოჯახი და ეს ადეკვატურად ისახებოდა საფეხბურთო მოედანზეც. თუკი ვინმეს ბრალს დებდნენ, ისინი სწორედ მე მდებდნენ ბრალს. ზოგადად თვითკრიტიკული ვარ და უკეთ თამაში მმართებდა, თუმცა მე მუდამ მადანაშაულებდნენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ სულ რამდენიმე წუთი დავყოფდი მოედანზე."
-ციტირებს გამოცემა Goal ჩილელი შემტევის სიტყვებს.

31 წლის ფეხბურთელი, მოცემულ მომენტში მილანის "ინტერში" გვევლინება. მან "ინტერის" რიგებში 2023 წლამდე უნდა იასპარეზოს. ხსენებული ფეხბურთელი მილანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.