რივალდო: "ბაიერნთან" მარცხი ბოლო წვეთი აღმოჩნდა

რივალდო: "ბაიერნთან" მარცხი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდო, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

"შესაძლოა მესიმ მას შემდეგ გადაწყვიტა "ბარსელონას" დატოვება, რაც ეს გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნთან" დამამცირებელი ანგარიშით დამარცხდა. სეზონის განმავლობაში კლუბის შიგნით პრობლემები გროვდებოდა, გუნდი დამარცხდა მადრიდის "რეალთანაც" სულ ბოლოს კი დაფიქსირდა 2:8, რაც მესისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

მთლიანი გუნდის მაგივრად, ის ძალიან დიდი ხნის მანძილზე მარტო იღებდა პასუხისმგებლობას. შესაძლებელია იგი დაიღალა და ზეწოლას ვერ გაუძლო. კლუბმა ბოლო დროს უამრავი ფეხბურთელი შეიძინა, თუმცა არც ერთ მათგანს ინიციატივა არ გამოუჩენია და მესის არ დახმარებია.

მესის მამა, ბარსელონას პრეზიდენტს, ბართომეუს შეხვდა. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ თავად ლიონელი ხსენებულ შეხვედრას არ ესწრებოდა. დაძაბული გარემო კიდევ უფრო ცუდ გავლენას მოახდენდა ისედაც რთულ მდგომარეობაზე. მესის დარჩენის შანსი რომ ყოფილიყო, ეს სიტუაცია ამ შანსს მოსპობდა."
- ციტირებს გამოცემა Betfair ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.