აგენტი: დონი ვან დე ბეკის ტრანსფერით ექვსი კლუბი ინტერესდებოდა

აგენტი: დონი ვან დე ბეკის ტრანსფერით ექვსი კლუბი ინტერესდებოდა მანჩესტერ "იუნაიტედის" ახალწვეულის, დონი ვან დე ბეკის აგენტი სიაკ სვარტი, ჟურნალისტებთან საუბროს დროს იმ ისტორიას იხსენებს, რაც წინ უსწრებდა აღნიშნულ გარიგებას.

"რა თქმა უნდა, მანჩესტერ "იუნაიტედი" ბრწყინვალე არჩევანია. ვან დე ბეკის ტრანსფერით არაერთი კლუბი ინტერესდებოდა, მაგალითად მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა", ტურინის "იუვენტუსი", ლონდონის "არსენალი" და ა.შ, ასეთი სულ ექვსი კლუბი იყო. მარტის თვეში ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ დონი "რეალში" გადასულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო ყველაფერი გადაიდო. შემდგომ გუნდებმა შემოსავალი დაკარგეს და ვითარება მკვეთრად შეიცვალა. საბოლოო ჯამში მიზანს მანჩესტერ "იუნაიტედმა" მიაღწია."-აცხადებდა ფეხბურთელის აგენტი Ajax Showtime-თან საუბრის დროს.

ხსენებულ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა თავად 23 წლის ფეხბურთელიც - "შეუძლებელია ენით აღვწერო, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ისტორიის მქონე კლუბს უერთდები. მსურს "აიაქსის" წარმომადგენლებს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხდო. მე იქ გავიზარდე და ამ კლუბთან მუდამ განსაკუთრებული დამოკიდებულება მექნება. ახლა მზად ვარ, საკუთარ კარიერაში შემდეგი დიდი ნაბიჯი გადავდგა და უმაღლეს დონეზე ვიასპარეზო. არ არსებობს მანჩესტერ "იუნაიტედზე" უფრო მაღალი სტანდარტი."

"ყველა იმაზე საუბრობს, თუ რა საუცხოო ატმოსფერო სუფევს "ოლდ ტრაფორდზე". სულმოუთმენლად ველი ამ ემოციის გამოცდას, მას შემდეგ რაც არენას ერთგული გულშემატკივარი უსაფრთხოდ დაუბრუნდება. ამ გუნდში მსოფლიო კლასის ნახევარმცველები ასპარეზობენ და ვიცი, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია."- ციტირებდა ვან დე ბეკის სიტყვებს "იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.